სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანური რესურსების მართვის საერთაშორისო სტანდარტების თანაავტორმა და კომპანია HR Metrics-ის დამფუძნებელმა ზაჰიდ მუბარიკმა.
შეხვედრის ფარგლებში, ბატონმა მუბარიკმა ისაუბრა ადამიანური რესურსების მართვის სტანდარტებზე, მეტრიკებზე და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე, რაც სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ინსპირაციული აღმოჩნდა.
ღონისძიების დასასრულს გაფორმდა სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი შპს ევას, HR Metrics-ისა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორობას განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.