ნინო ლოლაძე, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, უძღვება პროექტების მართვის სალექციო კურსს საჯარო სექტორში. ის ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან (IBSU) და ბაკალავრის ხარისხს კავკასიის ბიზნესის სკოლიდან (CSB). ნინოს აქვს პროფესიული საქმიანობის 17-წლიანი გამოცდილება , მათ შორის 8 წელზე მეტი -საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის, პროექტების დიზაინისა და ბიუჯეტირების მიმართულებით. მას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი საერთაშორისო პროგრამები პროექტის ციკლის მართვასა და დიზაინში. მას ასევე აქვს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის პროექტების მართვისა და პროექტების წერაში ტრენინგების ჩატარებისა და მენტორობის გამოცდილება.