ნინო ცაციაშვილი - მოწვეული სპეციალისტი, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. უძღვება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კურსს. მას აქვს მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მას გავლილი აქვს სპეციალური სწავლება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ფსიქოლოგიაში და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკაში“, ასევე გავლილი აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ტრენერთა გადამზადების კურსი. აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში ტრენინგების ჩატარების გამოცდილება(შსს აკადემია), ასევე, აქვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მუშაობის მრავალწლიანი საპროკურორო პრაქტიკა.