ირაკლი ნანობაშვილი - მოწვეული ლექტორი - უძღვება შემდეგ კურსებს: მექანიკა (ქართულ და ინგლისურენოვან ჯგუფებთან), პრეკალკულუსი (ინგლისურენოვან ჯგუფებთან). აქვს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი პლაზმურ ასტროფიზიკაში, რომელიც მიიღო ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. აქვს სამეცნიერო კვლევების 25 წლის სტაჟი როგორც თეორიული, ასევე ექსპერიმენტული ფიზიკის სფეროში. მას აქვს აგრეთვე პედაგოგიური საქმიანობის 5 წლის სტაჟი.