ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები

27 July 2022

KM3NET - ნეიტრინული ტელესკოპების პროექტი

25 მაისი 2022 , თბილისი

საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა შეუერთდა KM3NeT  ნეიტრინული ტელესკოპების პროექტს. 

KM3NeT არის კვლევითი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს ახალი თაობის ნეიტრინო-ტელესკოპებს. პროექტის დასრულების შემდეგ ხმელთაშუა ზღვის აუზის სიღრმეში მდებარე KM3NeT ტელესკოპი სამყაროში  ახალ ფანჯარას გახსნის  და ხელს შეუწყობს ჩაუჭერელი ნეიტრინოების თვისებების შესწავლას. პროექტის ფარგლებში ზღვაში კილომეტრების სიღრმეზე დედამიწისა და ზღვის შემსწავლელი მეცნიერებისთვის ასევე განთავსდება მოწყობილობები ზღვის გარემოსა და ზღვის ფსკერის მონიტორინგისთვის .

პროექტში მონაწილეობს მსოფლიოს 100-მდე სხვადასხვა უნივერსიტეტი და სამეცნიერო ჯგუფი, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტი და ახლა უკვე საქართველოს უნივერსიტეტი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა  ჩვენი წვლილი შევიტანოთ თანამედროვე კვლევებში და სამეცნიერო შედეგები გამოვაქვეყნოთ მაღალრეიტინგულ ჟურნალებში.

პროექტი სტუდენტებზე და ახალგაზრდა მეცნიერებებზე ორიენტირებულია, რაც შესაძლებლობას აძლევთ მათ მონაწილეობა მიიღონ მონაცემთა დამუშავებაში და დააგროვონ გამოცდილება. ჩვენი სტუდენტები : გივი აბესაძე, გიორგი ყალიჩავა და მინდია ხუჯაძე ასოც. პროფესორ გელა დევიძის ხელმძღვანელობით, 2021 იანვრიდან გადიან მონაცემთა გადამუშავებისთვის საჭირო მოსამზადებელ სამუშაოს. პროექტის ფარგლებში ზღვაში კილომეტრების სიღრმეზე დედამიწისა და ზღვის შემსწავლელი მეცნიერებისთვის  განთავსდება მოწყობილობები ზღვის გარემოსა და ზღვის ფსკერის მონიტორინგისთვის .

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი