ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საბაკალავრო პროგრამები

როგორ და რატომ უნდა ჩააბარო სტრატეგიულ კომუნიკაციებზე

როგორ და რატომ უნდა ჩააბარო სტრატეგიულ კომუნიკაციებზე

2020-2021 სასწავლო წელი

თუ გსურს ჩააბარო სტრატეგიულ კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამაზე, ამისთვის რეგისტრაციის დროს აუცილებლად უნდა აირჩიო საქართველოს უნივერსიტეტი #121 და შემდეგ შემოხაზო 1210122 და წარმატებით გაიარო ერთიანი ეროვნული გამოცდები.

2020-2021 სასწავლო წელს სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობაა: 100

სწავლის საფასური შეადგენს: 3200 ლარს. 

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ პირველ ადგილზე შემოხაზვის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 20% შეღავათი, რაც ნიშნავს, რომ თქვენი სწავლის საფასური იქნება 2560 ლარი.

- თუ თქვენ მიიღებთ 100% გრანტს, შესაბამისად თავისუფლდებით გადასახადისგან.

- თუ თქვენ მიიღებთ 70% გრანტს, გადაიხდით მხოლოდ 960 ლარს.

- თუ თვქენ მიიღებთ 50% გრანტს, გადაიხდით 1600 ლარს.

 

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე უნდა ჩააბაროთ შემდეგი საგნები:

საგნები

კოეფიციენტი

პრიორიტეტი

ქართული ენა

4

1

ინგლუსური ენა

4

2

ისტორია

4

3

 

7 მიზეზი რატომ უნდა ისწავლო სტრატეგიული კომუნიკაციები საქართველოს უნივერსიტეტში

  1. სასწავლო პროგრამის ფარგლებში იმუშავებ ორგანიზაციების რეალურ პროექტებზე.
  2. განივითარებ სამეწარმეო და კლიენტებთან კონსულტაციის უნარებს, ისწავლი კრიტიკულ აზროვნებას და შეიძენ ცოდნას და უნარს როგორ გახადო შენი იდეები რეალური.
  3. შეურთდები პროფესიონალთა დიდ ოჯახს და გაიჩენ ღირებულ საქმიან პარტნიორებს, როგორც ჩვენი აკადემიური, ისე პარტნიორული კავშირების მეშვეობით.
  4. სტრატეგიული კომუნიკაციების საბაზისო ცოდნის გარდა ისწავლი 2 ძირითადი მიმართულებით: მარკეტინგული კომუნიკაციები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და კამპანიები, რაც კარიერულ წინსვლაში ძალიან დაგეხმარება.
  5. რადგან პარტნიორებთან, ლექტორებთან, სტუდენტებთან და სხვა მუდმივად ვმუშაობთ განახლებაზე - მაშასადამე როცა უნივერსიტეტს დაასრულებ, ზუსტად ის გეცოდინება რაც დამსაქმებელს ჭირდება ან აქტუალურია.
  6. შენი ლექტორები, ზუსტად ის ადამიანები არიან, რომლებიც ქმნიან და აკეთებენ სტრატეგიულ კომუნიკაციების ყოველდღიურად. ისინი კომპანიების და დიდი ფირმების მფლობელები არიან. ასე, რომ ისწავლე მათგანც ვინც კრეატორია.
  7. საქართველოს უნივერსიტეტი იყო უნივერსიტეტი, რომელმაც პირველმა შექმნა და განახორციელა სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამა. ჩვენი სლოგანია “მეტი ვიდერ PR”.

 

რას ისწავლი მოკლედ:

  • გაყიდვების სტრატეგიას
  • ციფრული მარკეტინგლი სტრატეგიას
  • ციფრულ მედია ტექნოლოგიებს
  • იმიჯის და რეპუტაციის შექმნის სტრატეგიას
  • კორპორაციულ პასუხისმგებლობას
  • სოციალური მედიის ანალიტიკას

გაითვალისწინე, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმის, თუ რას ისწავლი. აქ მხოლოდ, ის წერია, რაც სხვას არა აქვს.

 

შენი მომავალი კარიერა კი, ესეთი შეიძლება იყოს:

  • სოციალური მედია მენეჯერი
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
  • სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი
  • მედია მრჩეველი
  • კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი

ესეც არასრული სიაა, რადგან შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტია, ვიდრე აქ შეგვძელო ჩამოგვეთვალა შენთვის.

 

თუ გაინტერესებს რა არის სტრატეგიული კომუნიკაციები:

სტრატეგიული კომუნიკაციები არის ქოლგა ტერმინი, რომელიც აღწერს შემდეგი საქმიანობებს: საზოგადოებასთან ურთიერთობა, მართვის კომუნიკაციას და რეკლამას. მისი სიძლიერე ის არის, რომ იგი აქცენტს სტრატეგიაზე ამახვილებს, ვიდრე კონკრეტულ ტაქტიკებზე, ხოლო მისი ფოკუსი კომუნიკაციებია. 

 

ესეც თქვენი ყოველდღიური სამუშაო რუტინა:

Avatar







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი