სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი ასოც. პროფ. არჩილ მეტრეველი ლუვენის ევანგელურ თეოლოგიური უნივერსიტეტის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კვლევითი ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარის სტიპენდიის პროგრამის (Evangelische Theologische Faculteit / Institute for the Study of Freedom of Religion or Belief (ISFORB) Visiting Researcher Scholarship Program) გამარჯვებულია.
პროგრამის ფარგლებში ასოც. პროფ. არჩილ მეტრეველი სამი თვის განმავლობაში ლუვენის ევანგელურ თეოლოგიური უნივერსიტეტის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კვლევით ინსტიტუტში განახორციელებს კვლევას თემაზე - „პიროვნული თვითგანსაზღვრის თავისუფლება - რელიგიის გამოხატვის არსებითი პრინციპი“ („The Freedom of Personal Self-Determination – The Essential Principle of Religious Manifestation“).
ასოც. პროფ. არჩილ მეტრეველი ასევე, მონაწილეობას მიიღებს ლუვენის ევანგელურ თეოლოგიური უნივერსიტეტის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მესამე საერთაშორისო კონფერენციაში - “Secular States Struggling with Religious Freedom” (04-05 მაისი, 2023 წელი).