ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


25 July 2023
საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს 2023 წლის „სამეცნიერო კვლევითი პროექტების საუნივერსიტეტო საგრანტო“ კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

„საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი პროექტების საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის შესახებ“

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს:

ა) უნივერსიტეტში კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების ინტერნაციონალიზაციას და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში  და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას;

ბ) უნივერსიტეტში ახალი ცოდნის შექმნას, ახალი იდეებისა და კონცეფციების,  მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს;

გ) უნივერსიტეტის მიერ ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას (დისემინაციას);

დ) უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის და მეცნიერების მიერ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში („Elsevier“ და „Web of Science” და სხვ.) ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების შედეგების (სამეცნიერო სტატიები, პუბლიკაციები) გამოქვეყნებას და უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალისა და წარმატების ინდექსის გაზრდას;

ე) ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონგრესებისა და ფორუმების ორგანიზებისა და ჩატარების გზით უნივერსიტეტის თანამშრომლობის წახალისებას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებას, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას;

კონკურსის ძირითადი პირობები

გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის წესით, რომელიც ტარდება ორ დარგობრივ კლასტერად („საგრანტო კლასტერად“):

ა) ზუსტი, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; 

ბ) ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური და იურიდიული მეცნიერებები.

საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს აღემატებოდეს 12 (თორმეტი) თვეს

კონკურსის ფარგლებში წარდგენილი პროექტისათვის უნივერსიტეტიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 20,000 (ოცი ათასი) ლარს. ამასთან, პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პერსონალის სახელფასო ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს პროექტის საერთო ბიუჯეტის 50%-ს.

პროექტს შესაძლებელია ჰქონდეს თანადაფინანსება (დამატებითი ფინანსური წყარო), რომელიც ნაწილობრივ დაფარავს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილს.

დასაშვებია საგრანტო პროექტში მხოლოდ ერთი პირის მონაწილეობაც (ინდივიდუალური საგრანტო პროექტი).

დასაშვებია ერთი და იგივე პირის მონაწილეობა რამდენიმე საგრანტო პროექტში, ამასთან პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი.

პროექტს უნდა ჰყავდეს ძირითადი პერსონალი, რომელიც შედგება პროექტის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის (ერთობლივი პროექტის შემთხვევაში) და სხვა პირებისაგან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პროექტის ძირითადი ამოცანებისა და შესაბამისი აქტივობების განხორციელებაზე. პროექტის განხორციელებისათვის შესაძლებელია დამხმარე პერსონალის გამოყენება.

ძირითად პერსონალში (გარდა ინდივიდუალური საგრანტო პროექტისა) პროექტის განხორციელების მთლიანი პერიოდის განმავლობაში ჩართული უნდა იყოს არანაკლებ ერთი ახალგაზრდა მეცნიერი.

დამტკიცებული პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით და მისი ბაზის გამოყენებით.

პროექტის ბიუჯეტი:

პროექტის ბიუჯეტი უნივერსიტეტიდან მოთხოვნილი დაფინანსების ფარგლებში შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:

ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება;

ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;

გ) მივლინება;

დ) საქონელი და მომსახურება; 

ე) არაფინანსური აქტივები;

ვ) ზედნადები ხარჯები.

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ჩატარების შემთხვევაში, გრანტის მიმღებს ავანსის სახით გადაერიცხება პროექტის ბიუჯეტის ნაწილი (პროექტის ბიუჯეტიდან მოთხოვნილ თანხის ოდენობას გამოკლებული ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსების და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურების 1/4). საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიშების ინსტიტუტში წარდგენისა და ინსტიტუტის მიერ შესაბამისი განხილვის აქტის შედგენის საფუძველზე.

გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, უძრავი ქონების იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა და ა.შ.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

პროექტების საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში წარდგენა - 2023 წლის  25 ივლისიდან -  2023 წლის 30 სექტემბრის 18:00 საათამდე;

პროექტი იგზავნება საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ელექტრონულ ფოსტაზე: e.manjgaladze@ug.edu.ge; z.gabisonia@ug.edu.ge; t.bochorishvili@ug.edu.ge;

კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზა, კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება- 2023 წლის 15 ოქტომბრამდე;

კონკურსის პირობების დაცვით პროექტების შეფასება 2 გარე ექსპერტის მიერ - 2023 წლის 15 ოქტომბერიდან ნოემბრის ბოლომდე.

კონკურსის პირობების დაცვით პროექტების შეფასება შიდა ექსპერტების კომისიის მიერ - 2023 წლის დეკემბერი

გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება და დაფინანსება- 2024 წლის 1 მარტიდან

გამარჯვებული პროექტების დაფინანსების დაწყება - 2024 წლის მარტი.

 კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

  1. დებულება საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი პროექტების საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის შესახებ
  2. საგრანტო პროექტის განაცხადი
  3. საგრანტო პროექტის ბიუჯეტი

საგრანტო განაცხადის ფორმა






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი