ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის სტატია Web of Science-ის Hot Article-ად დასახელდა

6 July 2021

პროფესორ სამად ხაქსარის ნაშრომი „Formation and stabilization of colloidal ultra-small palladium nanoparticles on diamine-modified Cr-MIL-101: Synergistic boost to hydrogen production from formic acid“, Web of Science Core Collection-ის „Hot Article“-ად შეირჩა.

სტატია გამოქვეყნდა Journal of Colloid and Interface Science-ში — საერთაშორისო Scopus-ის მონაცემთა ბაზაში, თავის სამეცნიერო სფეროში ჟურნალების საუკეთესო 10%-ში შემავალ გამოცემაში. ნაშრომმა Google Scholar-ის მიხედვით, გამოქვეყნებიდან ერთი წლის განმავლობაში უკვე 56 ციტირება დააგროვა.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კვლევას ადამიანის ცხოვრებაზე და კონკრეტულად როგორ უკავშირდება სტატიის თემა აღნიშნულ საკითხებს?

წყალბადს (H₂), როგორც სუფთა ენერგიის მნიშვნელოვან წყაროს, აქვს პოტენციალი, შეამსუბუქოს წიაღისეული საწვავის გამოყენებით გამოწვეული გარემოსდაცვითი და ენერგეტიკული პრობლემები გრძელვადიან პერსპექტივაში.

იაფი და ხელმისაწვდომი ჭიანჭველმჟავას დეჰიდროგენაციის გზით უსაფრთხო და ეკონომიური მეთოდით განახლებადი ენერგიის წყაროს მიღებამ მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია.

წინამდებარე კვლევა გვთავაზობს ულტრაპატარა მეტალური ნანონაწილაკების მიღების ახალ მეთოდს, რომელიც გამოიყენება HCOOH-ის კატალიზური დეჰიდროგენაციისთვის.

როგორ შეუძლიათ სტუდენტებს ამ კვლევის მიმართულებით ჩართვა და რატომ არის მათთვის ეს მნიშვნელოვანი?

სტუდენტებს, რომლებსაც ამ კვლევის მიმართულებით მუშაობა სურთ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ სამად ხაქსარს და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ესაუბრონ. პროექტში მონაწილეობა განსაკუთრებით რეკომენდებულია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, რადგან კვლევის მიზანია უსაფრთხო და ადვილად ხელმისაწვდომი განახლებადი ენერგიის წყაროს მიღება, რაც თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.

რა გამოწვევები, უნარები და მოტივაცია იყო დაკავშირებული ამ კვლევის განხორციელებასთან?

ჭიანჭველმჟავა (HCOOH, FA) წყალბადის შენახვისა და წარმოებისთვის შესაფერისი თხევადი ნივთიერებაა, რადგან ნორმალურ პირობებში ის არატოქსიკურია, განახლებადია, მარტივად აღდგენადია და წყალბადის მაღალი შემცველობა აქვს (4.4%). თუმცა, გარემოს პირობებში ჭიანჭველმჟავასგან წყალბადის მიღება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რაც, პირველ რიგში, გამოყენებულ კატალიზატორზეა დამოკიდებული. ამ მიმართულებით კვლევითი საქმიანობა მოითხოვს ნანოკომპოზიტების შესახებ გამოცდილებასა და ცოდნას, ასევე ჰეტეროგენული კატალიზის ქიმიის ძირითადი პრინციპების ცოდნას.

რას გვეტყვით თქვენს დონორებსა და კოლაბორატორებზე?

ამ ნაშრომზე "საქართველოს უნივერსიტეტის" ქიმიის დეპარტამენტის პროფესორ ხაქსარის კვლევითმა ჯგუფმა ითანამშრომლა ირანის "მარაღეს უნივერსიტეტის" ქიმიის დეპარტამენტის პროფესორ როსტამნიასთან.

პროექტში მონაწილეობდნენ სხვა მკვლევრებიც ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი