ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ჩვენი სტუდენტები

ანა გოგია

გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტი - ანა გოგია #UGვეამაყები

"საქართველოს უნივერსიტეტი - უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე უნივერსიტეტია, სადაც 2016 წლიდან დღემდე სწავლის არცერთი წუთი არ ყოფილა მოსაწყენი და ერთფეროვანი.

სწავლის დაწყების პირველივე სემესტრიდან მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო პროგრამაში - „ისწავლე და ასწავლე“, რომელსაც ატარებს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული რობოტექნიკის აკადემია - UG-Limes. წარმატებით გავლილი ტრენინგების კურსის შედეგად დავსაქმდი ამავე აკადემიაში და დღემდე ვუზიარებ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მოსწავლეებს STEAM სწავლებისა და ელექტრონიკის მიმართულებით.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს უნივერსიტეტი დაკომპლექტებულია სტუდენტებზე ორიენტირებული გარემოთი და ლექტორებით. თითოეული მათგანი არ იშურებს ენერგიას, რათა ჩვენ მივიღოთ მაქსიმალური ცოდნა.

კიდევ ერთი შესაძლებლობა, რაც საქართველოს უნივერსიტეტმა მომცა, იყო ის, რომ გასული წლის გაზაფხულის სემესტრში გაცვლითი პროგრამის მონაწილე გავხდი და აღნიშნულ პერიოდში ვსწავლობდი თომას ბატას უნივერსიტეტში (ზლინი, ჩეხეთი). ამ ყველაფერმა კი ცოდნასთან ერთად მომცა უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება და სტიმული, რომ არ გავჩერდე და მუდამ ვიფიქრო თვითგანვითარებაზე.

საქართველოს უნივერსიტეტში არსებული დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მეშვეობით კი კიდევ ერთი შესაძლებლობა მომეცა და ახლა უკვე საქართველოს ბანკის საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტს შევუერთდები და დავაგროვებ პრაქტიკულ ცოდნას.

საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ თუ სწავლა და განვითარება გინდათ, საქართველოს უნივერსიტეტი არის ნამდვილად სწორი არჩევანი, რადგან აქ თქვენში არსებულ პოტენციალს რეალურ გარემოს მოარგებენ."







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი