ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ჩვენი სტუდენტები

რემი გელენიძე

"ბაკალავრიატი საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლაში მათემატიკის მიმართულებით დავამთავრე, სადაც 1 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის სტიპენდიაც მოვიპოვე. პირველი საფეხურის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტე მაგისტრატურა ისევ საქართველოს უნივერსიტეტში გამეგრძელებინა და მათემატიკის მიმართულებით 100%-იანი გრანტით ჩავირიცხე.

მაგისტრატურაზე სწავლების პერიოდში გავხდი შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა კვლევითი გრანტის გამარჯვებული, რის შედეგადაც ჩავერთე სამეცნიერო კვლევებში ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას და გერმანიის ზაარბრიუკენის უნივერსიტეტებში.

ამჟამად, ვმუშაობ ჩემს სადოქტორო ნაშრომზე და საქართველოს უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს მათემატიკაში (კალკულუსში), როგორც უცხოელი, ასევე ქართველი სტუდენტებისთვის.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოს უნივერსიტეტში გხვდება ისეთი გარემო, სადაც რთულია, ბოლომდე არ დაიხარჯო და არ გამოავლინო საკუთარი შესაძლებლობები. აქ ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ არ გაჩერდე და მაქსიმალურად მიაღწიო დასახულ მიზნებს.

აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო: ბატონ კახაბერ თავზარაშვილს, ემზარ ხმალაძეს და როლანდ დუდუჩავას, რომელთა მხარდაჭერამ საქართველოს უნივერსიტეტში უსაზღვრო შესაძლებლობები მომცა და ჩემს როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა."







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი