ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

ადამიანის სხეულისა და ფუნქციის ლაბორატორიის ლაბორანტი
19 October 2021

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა აცხადებს ვაკანსიას ადამიანის სხეულისა და ფუნქციის ლაბორატორიის ლაბორანტის პოზიციაზე (1 ვაკანსია)

ჩვენს პერსონალს ვთავაზობთ

  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • ადმინისტრაციული/სასწავლო/სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
  • სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

ძირითადი მოვალეობები

  • ადამიანის სხეულისა და ფუნქციის ლაბორატორიის მომზადება სასწავლო პროცესისთვის
  • სტუდეტენტებისთვის სასწავლო ქეისების დაგეგმვა და სიმულირების ხელშეწყობა
  • ახალი ლაბორატორიული მეთოდებისა და სიმაულციების მოძიება
  • სტუდენტებთან კომუნიკაცია
  • სტუდენტების ასისტირება, მენტორობა
  • პროფესორ-მასწავლებლების ხელშეწყობა სასწავლო პროცესში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება. კვალიფიკაცია მედიცინის, სტომატოლოგის, საექთნო საქმის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით
  • არანაკლებ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში
  • სამედიცინო ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2)
  • გუნდურობა და მულტიკულტურალიზმი
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
  • ცნობისმოყვარეობა
  • განვითარებისკენ სწრაფვა

*უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ Covid-19-ის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული თანამშრომლები

სამუშაო პირობები

  • ორშაბათი-პარასკევი, 8 საათი დღეში
  • ანაზღაურება 1000-1250 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგავნეთ 2021 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე  vacancy@ug.edu.ge  სათაურის ველში მიუთითეთ: ადამიანის სხეულისა და ფუნქციის ლაბორატორიის ლაბორანტი

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება  წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი