ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

ანაზღაურებადი სტაჟირება, ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულება
29 June 2023

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ანაზღაურებად სტაჟირებაზე ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულებით ერთ-ერთ კომპანიაში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბუღალტრული გატარებების წარმოება ადგილობრივ პროგრამაში;
  • ინფორმაციის გადამოწმება/დადარება პირველად წყაროსთან;
  • სამუშაო ფაილების აწყობა/გადაწყობა/დადარება Excel - ის პროგრამაში;
  • სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - სასურველია ფინანსური;
  • აღრიცხვის ან ბუღალტერიის სპეციალობით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც);
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.

 

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

  • სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი;
  • ხანგრძლივობა - 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში. 

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ანაზღაურებადი სტაჟირება, ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულება.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი