ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას (დასაკუთრებული აქტივების რეალიზება).
მდებარეობა: თბილისი, ავჭალა
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი–პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30–18:30 (1 საათიანი შესვენებით)
რას გთავაზობთ:
გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.
ძირითადი მოვალეობები:
სარეალიზაციო აქტივების აუქციონის ორგანიზება;
სარეალიზაციო აქტივების რეესტრის წარმოება;
მეორადი ავტომობილების შეფასება და სისტემაში ასახვა;
პოტენციური მყიდველების მოძიება, მათთან კომუნიკაცია და რეგისტრაცია;
მყიდველისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;
მიღებული ინფორმაციის ასახვა კომპანიის საინფორმაციო სისტემაში;
ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
მომსახურებისა და/ან გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნა.
დამატებითი უნარები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის გაგზავნა:
თუ დაინტერესებული ხართ, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გაგზავნოთ შემდეგ ბმულზე:
რეზიუმეს გაგზავნა
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.