საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ბუღალტერის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
 
ძირითადი მოვალეობები:
- პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, მონიტორინგი და შეგროვება;
 
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
 
- ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
 
- სტატისტიკის დეპარტამენტში შესაბამისი ფორმების შევსება;
 
- საბანკო გადარიცხვების წარმოება;
 
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.
 
 
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
 
- ბუღალტრად მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
 
- დეკლარაციების მომზადების გამოცდილება;
 
- სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
 
- სასურველია აუთსორსინგულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
 
- სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია პროგრამა ბალანსში;
 
- ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა.
 
 
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
 
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
 
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
 
- გუნდის მართვის უნარი;
 
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
 
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
 
- ორგანიზებული;
 
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 
- დეტალებზე ორიენტირებული;
 
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
 
 
სამუშაო პირობები:
- სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი.
 
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
 
 
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023  წლის 31 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ბუღალტერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.