ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

ბიზნეს ანალიტიკოსი
25 October 2023

საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.

 

სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახის პროექტებში:

  • სტრატეგიის შემუშავება;
  • ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • ბაზრის კვლევები;
  • მიზანშეწონილობის კვლევები;
  • საინვესტიციო შეთავაზებები;
  • ბიზნესის შეფასება.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მონაცემების კვლევა და ანალიზი;
  • საპროექტო დოკუმენტების მომზადება;
  • საპრეზენტაციო ფაილების მომზადება;
  • პროექტში ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
  • შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების ან მსგავსი მიმართულების III-IV კურსის სტუდენტი;
  • GPA - არანაკლებ 3;
  • ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია B2 დონეზე.

 

კანდიდატების შერჩევა:

  • კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე.

 

სამუშაო პირობები:

სტუდენტები ექვსი თვის განმავლობაში ჩაერთვებიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაში შემდგომში დასაქმების პირობით. სტაჟირების პერიოდში (6 თვეში) ანაზღაურება გაიზრდება 700-დან 1000 ლარამდე.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ბიზნეს ანალიტიკოსი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 505.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი