DevOps სტაჟიორი (3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება)
კომპანია: Unistream by Datamind
პოზიცია: DevOps სტაჟიორი
ხანგრძლივობა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
დასაქმების პერსპექტივა: სტაჟირების წარმატებით დასრულების, მაღალი მოტივაციისა და პროფესიული ზრდის შემთხვევაში, საუკეთესო კანდიდატები განხილულნი იქნებიან სრულ განაკვეთზე DevOps ინჟინრის პოზიციაზე.
ვაკანსიის შესახებ
Unistream by Datamind ეძებს მოტივირებულ და ამბიციურ DevOps სტაჟიორს. ჩვენ ეძებთ ენთუზიასტით სავსე კადრებს, რომელთაც აქვთ სწავლის, პასუხისმგებლობის აღებისა და გუნდთან ერთად გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარების სურვილი.
ეს როლი შესანიშნავი შესაძლებლობაა სტუდენტებისა და დამწყები სპეციალისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან DevOps-ით, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურითა (Cloud) და ავტომატიზაციით, და სურთ კარიერის დაწყება რეალურ, დინამიკურ სამუშაო გარემოში.
ძირითადი მოვალეობები
-
ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა: დეველოპმენტ (Dev) და პროდაქშენ (Prod) გარემოებების მართვასა და ტექნიკურ მხარდაჭერაში მონაწილეობა.
-
CI/CD პროცესები: დეპლოის (Deployment) პროცესებისა და CI/CD პაიპლაინების მხარდაჭერა.
-
მონიტორინგი და ხარვეზების აღმოფხვრა: სისტემის წარმადობის მონიტორინგი და წარმოქმნილი ხარვეზების (Troubleshooting) აღმოფხვრაში დახმარება.
-
Cloud ინფრასტრუქტურა: ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის (AWS, GCP ან მსგავსი) კონფიგურაციაში მონაწილეობა.
-
ავტომატიზაცია: გუნდთან ერთად ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციის ამოცანებზე მუშაობა.
-
პროექტებში მონაწილეობა: მიმდინარე ტექნიკურ პროექტებსა და ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებებში ჩართულობა.
-
დოკუმენტირება: სისტემებისა და პროცესების დოკუმენტირების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სასურველი უნარები (Nice to have):
-
Docker / კონტეინერიზაციის საბაზისო ცოდნა.
-
CI/CD ინსტრუმენტების (GitHub Actions, Jenkins და ა.შ.) გაცნობა.
-
ქსელების საფუძვლების (Networking fundamentals) გაგება.
-
Cloud პლატფორმებთან (AWS, GCP, Azure) მუშაობის პირველადი გამოცდილება.
რას გთავაზობთ
-
3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება.
-
რეალური პრაქტიკული გამოცდილება DevOps ინსტრუმენტებსა და ინფრასტრუქტურასთან.
-
გამოცდილი ინჟინრებისგან მენტორინგი და მხარდაჭერა.
-
რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.
-
დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
როგორ განაცხადოთ
თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული შესაძლებლობით, გთხოვთ გამოაგზავნოთ:
-
თქვენი რეზიუმე (CV);
-
მოკლე აბზაცი (Cover Paragraph), სადაც განმარტავთ, თუ რატომ აინტერესებთ DevOps-ის მიმართულება.
სააპლიკაციო განაცხადი გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: anastasia@jolokhava.com
დამატებითი ინფორმაციისათვის, CV-ის მოსამზადებლად ან სამოტივაციო ტექსტის დახვეწისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში.