ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

ინგლისურენოვანი ოპერაციების სპეციალისტი -TP Georgia

14 May 2026
ინგლისურენოვანი ოპერაციების სპეციალისტი (დღისა და ღამის ცვლები — Condor Airlines)
ვეძებთ ინგლისურენოვან ოპერაციების სპეციალისტებს (დღისა და ღამის ცვლები) თბილისში არსებულ გუნდში შესაერთებლად.
როგორც ოპერაციების სპეციალისტი, თქვენ დაეხმარებით ავიაკომპანია Condor Airlines-ის მომხმარებლებს შეკითხვებზე პასუხის გაცემაში, პრობლემების მოგვარებასა და მათ გაცილებაში მთელი მოგზაურობის განმავლობაში. თქვენ იქნებით მთავარი დამაკავშირებელი რგოლი Condor Airlines-სა და მის მგზავრებს შორის, რაც პირდაპირ აისახება მომხმარებელთა კმაყოფილებასა და მომსახურების მაღალ ხარისხზე.
რას გთავაზობთ
ანაზღაურება (დარიცხული / Gross):
  • პირველი 6 თვე: 2,800 ლარამდე (მოიცავს საბაზო ხელფასს, წლიურ/შესრულებაზე დაფუძნებულ ბონუსებსა და ღამის ცვლების დანამატს)
  • მე-6 თვიდან: 3,000 ლარამდე (მოიცავს საბაზო ხელფასს, წლიურ/შესრულებაზე დაფუძნებულ ბონუსებსა და ღამის ცვლების დანამატს)
  • 2,000 ლარი — რეკომენდაციის ბონუსი (Referral Bonus)
  • 650 ლარი — ბონუსი ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან მოვლენებზე (Life Event Bonus)
  • ბონუსების სხვა დამატებითი სისტემები
  • ანაზღაურებადი ჯანმრთელობის დაზღვევა თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის
  • ანაზღაურებადი ტრენინგი/გადასამზადებელი კურსი
კარიერული ზრდა და სამუშაო-ცხოვრების ბალანსი:
  • სწრაფი კარიერული ზრდა: 6 თვის შემდეგ უფროსი სპეციალისტის (Senior) პოზიციაზე დაწინაურების შესაძლებლობა
  • ჰიბრიდული სამუშაო მოდელი: სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა 3 თვის შემდეგ
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა: იოგა, პილატესი, შიდა ღონისძიებები და სხვა
  • ფსიქოლოგიური მხარდაჭერა: კონფიდენციალური კონსულტაციები პროფესიონალ ფსიქოლოგებთან ადგილზე
  • კორპორატიული ფასდაკლებები პარტნიორ კომპანიებში
  • პრემიუმ ლოკაცია ჭავჭავაძის გამზირზე — თანამედროვე ოფისი, მოსასვენებელი და გასართობი/Gaming ზონებით
  • ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა გვიან ცვლაში მუშაობისას
ძირითადი მოვალეობები
  • მომხმარებლებისგან შემოსული ზარებისა და წერილობითი მომართვების დამუშავება.
  • მომხმარებლებისთვის მკაფიო, მეგობრული და პროფესიონალური მხარდაჭერის გაწევა ინგლისურ ენაზე.
  • მომხმარებელთა მონაცემების განახლება და სისტემაში ასახვა.
  • გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა მომხმარებლისთვის საუკეთესო მომსახურების მისაწოდებლად.
როგორ განაცხადოთ
თუ თვლით, რომ ეს პოზიცია თქვენს შესაძლებლობებს შეესაბამება, სიამოვნებით მივიღებთ თქვენს განაცხადს!
გთხოვთ, განაცხადი შეავსოთ ინგლისურ ენაზე 2026 წლის 18 მაისამდე.
 
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი