ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

ფინანსური მენეჯერი
18 January 2022

საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ლოჯისტიკურ კომპანიაში ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა  ექსკლუზიური ტვირთების გადაზიდვა ამერიკასა და კანადაში.

ძირითადი მოვალეობები:

·       ფინანსური ბიუჯეტის მომზადება და მისი შესრულების კონტროლი;

·       კომპანიაში შიდა სააღრიცხვო-ბუღალტრული და ფინანსური კონტროლის მაღალეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და მართვა;

·       კომპანიის ფინანსური მონაცემების ანალიზი და შესაბამისი რეპორტების მომზადება;

·       მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი;

·       ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;

·       კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მართვა-კონტროლი;

·       ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

·       ფინანსური სახსრების ეფექტურად გამოყენების უზრუნველყოფა და ხარჯების ოპტიმიზაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

·       განათლება ფინანსების/ეკონომიკის/აუდიტის მიმართულებით;

·       ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

·       სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;

·       ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

·       Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

·       ანალიტიკური აზროვნების უნარი;

·       დროის მართვის, სამუშაოს დაგეგმვის და განაწილების უნარი;

·       პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·       დეტალების მიმართ ყურადღება;

·       გუნდის მართვის უნარი.

·       გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი დეტალები:

·       ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;

·       სამუშაო გრაფიკი: 16:00 სთ-დან 02:00 სთ-მდე;

·       სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი-კვირა დასვენება;

·       ანაზღაურება: შეთანხმებით.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის  10 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge  სათაურის ველში მიუთითეთ - ფინანსური მენეჯერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი