გერმანულენოვანი და ინგლისურენოვანი ოპერაციების სპეციალისტი ელექტრომობილობის მიმართულებით (Operations Customer Expert E-mobility)
როგორც ოპერაციების სპეციალისტი, თქვენ დაეხმარებით ელექტრომობილების მომხმარებლებს შეკითხვებზე პასუხის გაცემაში, პრობლემების მოგვარებასა და მათთვის მარტივი, კომფორტული გამოცდილების შექმნაში. თქვენ მნიშვნელოვან როლს შეასრულებთ დამუხტვის, დაკავშირებადობისა და სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სერვისების შეუფერხებელ მიწოდებაში, რაც პირდაპირ აისახება მომხმარებელთა კმაყოფილებაზე.
რას გთავაზობთ
ანაზღაურება (დარიცხული / Gross):
-
პირველი 6 თვე: 3,000 ლარამდე (მოიცავს საბაზო ხელფასს, წლიურ/შესრულებაზე დაფუძნებულ ბონუსებსა და ღამის ცვლების დანამატს)
-
მე-6 თვიდან: 3,300 ლარამდე (მოიცავს საბაზო ხელფასს, წლიურ/შესრულებაზე დაფუძნებულ ბონუსებსა და ღამის ცვლების დანამატს)
-
2,000 ლარი — ერთჯერადი სამუშაოზე მიღების ბონუსი (Sign-on Bonus)
-
2,000 ლარი — რეკომენდაციის ბონუსი (Referral Bonus)
-
650 ლარი — ბონუსი ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან მოვლენებზე (Life Event Bonus)
-
ბონუსების სხვა დამატებითი სისტემები
-
ანაზღაურებადი ჯანმრთელობის დაზღვევა თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის
-
ანაზღაურებადი ტრენინგი/გადასამზადებელი კურსი
კარიერული ზრდა და სამუშაო-ცხოვრების ბალანსი:
-
სწრაფი კარიერული ზრდა: 6 თვის შემდეგ უფროსი სპეციალისტის (Senior) პოზიციაზე დაწინაურების შესაძლებლობა
-
სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა (WFH): 3 თვის შემდეგ
-
ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა: იოგა, პილატესი, შიდა ღონისძიებები და სხვა
-
ფსიქოლოგიური მხარდაჭერა: კონფიდენციალური კონსულტაციები პროფესიონალ ფსიქოლოგებთან ადგილზე
-
კორპორატიული ფასდაკლებები პარტნიორ კომპანიებში
-
პრემიუმ ლოკაცია რუსთაველის გამზირზე — თანამედროვე ოფისი, მოსასვენებელი და გასართობი/Gaming ზონებით
-
ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა გვიან ცვლაში მუშაობისას
ვის ვეძებთ (საკვალიფიკაციო მოთხოვნები)
-
გერმანული ენის ცოდნა C1+ დონეზე (სავალდებულოა როგორც ზეპირი, ისე წერილობითი უნარები)
-
ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
-
მომხმარებელზე ორიენტირებულობა და ძლიერი კომუნიკაციის უნარი
-
სხვადასხვა ტიპის მომხმარებელთან დაჯერებულად ურთიერთობის უნარი
-
კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა და სწრაფი ბეჭდვის უნარი
-
კრეატიული, გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი
-
ცვლებში, შაბათ-კვირასა და უქმე დღეებში მუშაობის მზაობა
-
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (თუმცა არ არის სავალდებულო)
ძირითადი მოვალეობები
-
მომხმარებლებისგან შემოსული ზარებისა და წერილობითი მომართვების დამუშავება.
-
მომხმარებლებისთვის მკაფიო, მეგობრული და პროფესიონალური მხარდაჭერის გაწევა გერმანულ და ინგლისურ ენებზე.
-
ჯავშნების, ცვლილებების, გაუქმებებისა და მოგზაურობის გეგმების შესახებ კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა.
-
მომხმარებელთა და ჯავშნების მონაცემების განახლება და სისტემაში ასახვა.
-
გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა მომხმარებლისთვის საუკეთესო მომსახურების მისაწოდებლად.
როგორ განაცხადოთ
თუ თვლით, რომ ეს პოზიცია თქვენს შესაძლებლობებს შეესაბამება, სიამოვნებით მივიღებთ თქვენს განაცხადს!
გთხოვთ, განაცხადი შეავსოთ გერმანულ ან ინგლისურ ენაზე 2026 წლის 19 მაისამდე.