ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
ვაკანსია: HR სპეციალისტი / HR ასისტენტი
კომპანია: სადაზღვევო კომპანია „არდი“
მდებარეობა: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00
სტატუსი: დეკრეტის შემცვლელი (მინიმუმ 6 თვე, განიხილება გრძელვადიანი თანამშრომლობაც)
შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა:
ვაკანსიების განცხადებების მომზადება და განთავსება სხვადასხვა არხებში
კანდიდატების მოძიება სოციალური მედიისა და სხვა არხების საშუალებით
აპლიკაციების გადარჩევა, ტესტირება, ინტერვიუირება და უკუკავშირის მიწოდება
ახალი თანამშრომლის ონბორდინგის პროცესის მართვა
ტრენინგებისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა:
ტრენინგის გეგმების შემუშავებაში მხარდაჭერა
ინფორმაციის დაგზავნა, აღრიცხვა და მონიტორინგი
HR ადმინისტრაციული ოპერაციების მართვა
უმაღლესი განათლება
მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასურველია
ინგლისური ენის ცოდნა (B1–B2 დონე)
MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
Self.HR პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge.
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: HR სპეციალისტი/HR ასისტენტი.
სადაზღვევო კომპანია „არდი“ 2010 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას. კომპანია გთავაზობთ სტაბილურობას, დაცულობას და მომხმარებელზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს. „არდი“ თანამშრომლებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტაჟირებებს ევროპის წამყვან სადაზღვევო და საგადამზღვევო კომპანიებში.
არდი – ცხოვრების ჯერია!
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.