ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

HR სტაჟიორი
27 January 2023

საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ HR სტაჟიორის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.

 

კომპანია გთავაზობთ:

  • მორგებულ სამუშაო გრაფიკს (შესაძლებელია დისტანციურად მუშაობაც ან ფიზიკურად Axis Towers-ის ბიზნეს ცენტრში);
  • მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კანდიდატების მოძიება სხვადასხვა ბაზიდან;
  • ვაკანტური პოზიციის შესაბამისი შერჩევის ეტაპების განხორციელება;
  • კანდიდატების ვაკანსიასთან შესაბამისობის განსაზღვრა;
  • სოციალური ქსელის (Linkedin, Facebook) გამოყენება საჭირო კანდიდატების მოსაძიებლად და მათთვის შეთავაზების გაკეთება;
  • დასაქმების ფორუმებსა და მოზიდვის სხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
  • კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაციის ასახვა შესაბამის ბაზებში.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა

 

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლობა;

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - HR სტაჟიორი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი