ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

სადაზღვევო აგენტი
17 December 2019

საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ თიბისი დაზღვევაში სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

·         პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;

 

·         მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;

 

·         სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;

 

·         გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;

 

·         საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;

 

·         გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;

 

·         არსებული მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;

 

·         გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

 

·         აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

·         სასურველია ინგლისური და რუსული ენებს ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები

·         სხარტი აზროვნების უნარი;

 

·         სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;

 

·         დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

·         ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;

 

·         პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

სამუშაო ტიპი -  სტუდენტებზე მორგებული; ანაზღაურებადი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge  სათაურის ველში მიუთითეთ - სადაზღვევო აგენტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი