ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
კომპანია: CyberNoble365
პოზიცია: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი (Remote Tech Support Agent for US Clients)
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო (სამუშაო ხორციელდება ოფისიდან / Onsite)
სამუშაო გრაფიკი: ღამის ცვლა (21:00 – 06:00)
სამუშაო დღეები: კვირა – ხუთშაბათი
ანაზღაურება: 800 – 1200 USD (Gross)
ვაკანსიის შესახებ
CyberNoble365 ეძებს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტებს, რომლებიც ოპერატიულ, საიმედო და პროფესიონალურ დისტანციურ ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ ამერიკელ მომხმარებლებს (US Customers). ეს არის მომხმარებლებთან პირდაპირ კომუნიკაციაზე დაფუძნებული (Customer-facing) პრაქტიკული როლი, რომელიც მოითხოვს პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარს.
თქვენ დაეხმარებით კლიენტებს მოწყობილობების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრაში (Troubleshooting) და CyberNoble365-ის სერვისების შეუფერხებელ გამოყენებაში.
ძირითადი მოვალეობები
-
დისტანციური მხარდაჭერა: მობილური მოწყობილობების, კომპიუტერებისა და კიბერუსაფრთხოების აპლიკაციების დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერა.
-
ხარვეზების აღმოფხვრა (Troubleshooting): ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და მოგვარება კომპანიის პროტოკოლებისა და დისტანციური ინსტრუმენტების (Remote Tools) გამოყენებით.
-
კომუნიკაცია: მომხმარებლებისთვის პრობლემების გადაჭრის გზების მკაფიოდ, გამართულად და პროფესიონალურად განმარტება ინგლისურ ენაზე.
-
CRM აღრიცხვა: ყველა მომართვისა და ტექნიკური პროცესის ზუსტი აღრიცხვა და მართვა CRM სისტემაში.
-
გუნდური თანამშრომლობა: მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვებისა და ოპერაციების გუნდებთან სერვისის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
-
უკუკავშირი და ოპტიმიზაცია: განმეორებადი პრობლემების იდენტიფიცირება და IT/Product გუნდებისთვის უკუკავშირის მიწოდება.
-
მომსახურების ხარისხი: მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნება ემპათიური და პროფესიონალური კომუნიკაციის მეშვეობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
-
გამოცდილება: IT მხარდაჭერის, Help Desk-ის ან საბოლოო მომხმარებლებთან (End-users) ტექნიკური პრობლემების მოგვარების გამოცდილება.
-
ენების ცოდნა: ინგლისური ენის C1 ან უფრო მაღალ დონეზე ფლობა (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი) სავალდებულოა.
-
ტექნიკური ცოდნა: კიბერუსაფრთხოების, მობილური მოწყობილობებისა და კომპიუტერული სისტემების საბაზისო/ღრმა ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
-
პიროვნული უნარები:
-
დამოუკიდებლად მუშაობისა და სწრაფად ცვალებად გარემოში მრავალფუნქციური ამოცანების (Multitasking) მართვის უნარი.
-
პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი (Problem-solving mindset) და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
რას გთავაზობთ
-
კონკურენტული ანაზღაურება: 800 – 1200 USD (Gross).
-
ინოვაციურ და თანამედროვე კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებთან მუშაობის შესაძლებლობას.
-
კარიერული და პროფესიული ზრდის რეალურ პერსპექტივას.
-
ტრენინგებსა და პროფესიულ განვითარებას ტექნიკური და მომხმარებელთა მომსახურების უნარების ასამაღლებლად.
კომპანიის შესახებ
CyberNoble365 წარმოადგენს პრემიუმ კლასის კიბერუსაფრთხოებისა და IT ტექნიკური მხარდაჭერის პროვაიდერს, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს ტექნოლოგიების უსაფრთხოდ და გამართულად გამოყენებაში. ჩვენი გადაწყვეტილებები, რომლებიც აღიარებულია ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორის მიერ, ახლა უკვე ხელმისაწვდომია ყოველდღიური მომხმარებლებისთვისაც. ჩვენ ვცავთ მობილურ მოწყობილობებს პატენტირებული კიბერუსაფრთხოების აპლიკაციით და უზრუნველვყოფთ პერსონალური კომპანიუტერების დაცვასა და სწრაფ დისტანციურ მხარდაჭერას.
როგორ განაცხადოთ
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@cybernoble365.com