საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
ვაკანსია: მოლარე-ოპერატორი
კომპანია: AllTrust.Me (ლიცენზირებული კრიპტოვალუტის გადამცვლელი კომპანია)
მდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი (2 დღე სამუშაო, 2 დღე დასვენება)
ანაზღაურება: 1,500 – 2,000 ლარი (გამოცდილების მიხედვით)
პოზიციის მიმოხილვა:
AllTrust.Me ეძებს მოლარე-ოპერატორს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ფილიალში. პოზიცია შესანიშნავი შესაძლებლობაა სტუდენტებისა და დამწყები პროფესიონალებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფინანსების, მომხმარებელთა მომსახურებისა და კრიპტო ინდუსტრიის სფეროთი.
ძირითადი მოვალეობები:
-
ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდების მიღება
-
გაყიდვების ზუსტი აღრიცხვა და სალარო ოპერაციების წარმოება
-
ქვითრების/ინვოისების გაცემა და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება
-
სალარო აპარატთან და შესაბამის პროგრამულ სისტემებთან მუშაობა
-
მომხმარებელთათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა, პროდუქტებსა და ფასებზე კონსულტაცია
-
შეკვეთების დამუშავება და მომხმარებლის შეკითხვებზე დროული რეაგირება
-
ფასდაკლებების, აქციებისა და ბონუს სისტემების გამოყენება საჭიროებისამებრ
-
მარაგების გადამოწმება/კონტროლი (საჭიროების შემთხვევაში)
-
კომპანიის შიდა პოლიტიკის, სისუფთავის სტანდარტებისა და კონფიდენციალურობის წესების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება ან სტუდენტის სტატუსი ფინანსების, ბიზნესის ან მომიჯნავე მიმართულებით
-
საბანკო, საცალო გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
-
ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ფლობა
-
Microsoft Office პროგრამების კარგი ცოდნა
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: hr@alltrust.me
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Cashier/Operator.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
-
E-mail: career@ug.edu.ge
-
Tel: +995 511 30 27 47