საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
ვაკანსია: პარტნიორული ოპერაციების სპეციალისტი (Partner Operations Specialist)
კომპანია: შპს „თბილისი ჰუავეი ტექნოლოჯის“ (Tbilisi Huawei Technologies Co)
მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #71 (Redix-ის ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00
პოზიციის მიმოხილვა:
პარტნიორული ოპერაციების სპეციალისტი ჩართული იქნება საქართველოში Huawei Enterprise-ის პარტნიორული ბიზნესის მხარდაჭერაში, კომერციულ და პარტნიორებზე ორიენტირებულ საქმიანობაში.
ძირითადი მოვალეობები:
-
პარტნიორებთან ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის მართვა, თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება და კმაყოფილების უზრუნველყოფა
-
პარტნიორების განვითარების პოლიტიკისა და პროგრამების მართვა: კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერა, ერთობლივი მარკეტინგული ღონისძიებების კოორდინაცია, მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის დამუშავება, შედეგების შეფასება, ბონუსების/წახალისებების გაანგარიშება და IT მხარდაჭერა
-
პარტნიორებთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების განხორციელება (რეგისტრაცია, სერტიფიცირება, ავტორიზაციის წერილები, სპეციალური ტრანზაქციები, მარკეტინგული პროცესები)
-
Huawei-ს Partner University პლატფორმის გამოყენება პარტნიორების კომპეტენციების ასამაღლებლად და შესაბამისი გეგმების განსახორციელებლად
-
ადგილობრივ ბაზარზე პარტნიორული ეკოსისტემის ჯანსაღი და შესაბამისი გარემოს შენარჩუნება, ბიზნეს რისკების იდენტიფიცირება და შიდა კონტროლის/შესაბამისობის პროცესებში მონაწილეობა
-
პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია, შიდა და გარე რესურსების კოორდინაცია
-
სამუშაო პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია ეფექტურობისა და პარტნიორთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით
-
შიდა გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორთა საჭიროებებზე დროული რეაგირებისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის, ოპერაციების მართვის, IT ან მომიჯნავე სფეროში
-
1-3 წლიანი გამოცდილება პარტნიორულ ოპერაციებში, სადისტრიბუციო/არხების (Channel Operations) მართვაში ან მსგავს პოზიციაზე
-
სადისტრიბუციო გაყიდვების (Channel Sales) ოპერაციული მოდელის საბაზისო ცოდნა
-
პარტნიორული ურთიერთობების დამყარების, მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებისა და ტრანზაქციების მართვის უნარი
-
ძლიერი ანალიტიკური უნარები, მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგების გამოცდილება
-
სხვადასხვა დეპარტამენტსა და გარე პარტნიორებთან ეფექტური გუნდური მუშაობის უნარი
-
ორგანიზაციული უნარები რამდენიმე ამოცანისა და ვადების პარალელურ რეჟიმში სამართავად
-
ინგლისური ენის ზეპირი და წერითი ფლობა მაღალ დონეზე (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
-
ტელეკომუნიკაციების სფეროში საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმების ცოდნა/ინფორმირებულობა
-
მზაობა ადგილობრივ და საერთაშორისო მივლინებებში წასასვლელად
რას გთავაზობთ კომპანია:
-
ICT სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბების შესაძლებლობას
-
Huawei Ilearning პლატფორმას 10,000-ზე მეტი უფასო კურსით
-
პროფესიონალ მენტორს კომპანიაში თქვენი განვითარების უზრუნველსაყოფად
-
საერთაშორისო პლატფორმას კარიერული ზრდისთვის
-
ჯანმრთელობის დაზღვევას, სატელეფონო ლიმიტს და წლიურ ბონუსს შედეგების მიხედვით
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: hrgeorgia@huawei.com
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Partner Operations Specialist.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
-
E-mail: career@ug.edu.ge
-
Tel: +995 511 30 27 47