პერფორმანს მარკეტერი (Performance Marketer)
კომპანია: Helio.AI
პოზიცია: პერფორმანს მარკეტერი / Performance Marketer
ინდუსტრია: HR Tech / B2B SaaS
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
პოზიციის მიმოხილვა
როგორც Helio.AI-ის პერფორმანს მარკეტერი, თქვენ უზრუნველყოფთ გლობალურ ბაზრებზე მომხმარებელთა მოზიდვას, ძირითადი ფოკუსით B2B ლიდების გენერირებაზე (Lead Generation). როლი მოიცავს ფასიანი რეკლამის არხების (Paid Acquisition) პრაქტიკულ მართვას, კამპანიების ოპტიმიზაციას, ანალიტიკასა და მუდმივ ტესტირებას მაღალი ხარისხის ლიდების მოზიდვის მიზნით.
თქვენ გააკონტროლებთ ეფექტიანობის ძირითად ინდიკატორებსა (KPIs) და კონვერსიის მაჩვენებლებს, მართავთ სარეკლამო ბიუჯეტებს და მჭიდროდ ითანამშრომლებთ დამფუძნებლებთან, გაყიდვებისა და პროდუქტის გუნდებთან ზრდის შესაძლებლობების გამოვლენისა და მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული კამპანიების განსახორციელებლად.
ძირითადი მოვალეობები
პერფორმანს მარკეტინგი და B2B ლიდების გენერირება:
-
ფასიანი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია ძირითად ციფრულ არხებში (Google, LinkedIn, Meta და სხვა რელევანტური პლატფორმები).
-
მაღალი ხარისხის B2B ლიდების მოზიდვა და გაყიდვების სტაბილური, პროგნოზირებადი ძაბრის (Sales Pipeline) შექმნაში მონაწილეობა.
-
კამპანიის ეფექტიანობის, ბიუჯეტებისა და ROI-ის მონიტორინგი მასშტაბირებადობის, ეფექტიანობისა და მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.
კამპანიების ოპტიმიზაცია და ანალიტიკა:
-
საკვანძო მეტრიკების მუდმივი მონიტორინგი (CPL, CAC, conversion rates, engagement indicators).
-
A/B ტესტირების ჩატარება ქოფირაითინგის, ვიზუალების, თარგეთინგისა და ძაბრის ეტაპების მიხედვით შედეგების გასაუმჯობესებლად.
-
ანალიტიკური ანგარიშების მომზადება და მონაცემების გარდაქმნა ქმედით ოპტიმიზაციის სტრატეგიებად.
მარკეტინგული ავტომატიზაცია და ინსტრუმენტები:
-
მარკეტინგული ინსტრუმენტების, CRM ინტეგრაციების, თრექინგ-პინქსელებისა (Tracking Pixels) და ავტომატიზაციის პროცესების მართვა.
-
მომხმარებლის ძაბრის (Funnel) ოპტიმიზაციის მხარდაჭერა პირველი შეხების წერტილიდან ლიდის კვალიფიკაციასა და გაყიდვების გუნდისთვის გადაცემამდე.
კოლაბორაცია:
-
გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგული კამპანიების შემოსავლების მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
-
კონტენტისა და პროდუქტის გუნდებთან ერთად მკაფიო, რელევანტური და ეფექტური გზავნილების შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
-
გამოცდილება: 2+ წლიანი გამოცდილება პერფორმანს ან ციფრულ მარკეტინგში (სასურველია B2B SaaS სფეროში).
-
ტექნიკური უნარები: ფასიანი სარეკლამო კამპანიებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების მართვის ძლიერი გამოცდილება.
-
სისტემური ცოდნა: B2B ლიდების გენერირების ძაბრების, თრექინგ-სისტემებისა და მარკეტინგული ავტომატიზაციის გაგება.
-
აზროვნება: მონაცემებზე ორიენტირებული (Data-driven) აზროვნება და მეტრიკებზე ფოკუსირება.
-
პიროვნული თვისებები: პროაქტიულობა, შემსრულებლობა და სწრაფად ცვალებად (Fast-paced) გარემოში მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ
-
ანაზღაურება: კონკურენტული ხელფასი.
-
გლობალური გავლენა: პირდაპირი გავლენა სწრაფად მზარდი გლობალური SaaS სტარტაპის განვითარებაზე, სადაც თქვენი კამპანიები განსაზღვრავს კომპანიის ზრდას.
-
თავისუფლება: მარკეტინგული სტრატეგიების ნულიდან შექმნისა და გლობალურ ბაზრებზე განხორციელების სრული თავისუფლება.
-
ინოვაცია: გაბედული იდეების ტესტირების, სწრაფი მოქმედებისა და რეალური შედეგების რიალ დროში დანახვის შესაძლებლობა.
-
გუნდი: მუშაობა მაღალენერგიულ, ამბიციურ გუნდთან ერთად, რომელსაც სურს რევოლუცია მოახდინოს რეკრუტინგის სფეროში.
კომპანიის შესახებ
Helio.AI წარმოადგენს AI რეკრუტინგის აგენტს, რომელიც თამაშზე დაფუძნებული ფსიქომეტრული ტესტებით ავტომატიზაციას უკეთებს შერჩევის პროცესს და კომპანიებს საშუალებას აძლევს რამდენიმე დაწკაპუნებით დაიქირავონ საუკეთესო ტალანტები. ჩვენ უკვე შევამოწმეთ 0.5 მილიონზე მეტი აპლიკანტი და ვითანამშრომლეთ ასობით გლობალურ ბრენდთან (BMW-დან Zara-მდე).
როგორ განაცხადოთ
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გააგზავნოთ თქვენი განაცხადი/CV შემდეგი ბმულის მეშვეობით:
https://www.app.helio-ai.com/apply/y91rc5t08hppd5w7?src=The%20University%20of%20Georgia