ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის
24 April 2023

საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის, შემდეგი მიმართულებით:

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ტრანსპორტის ინჟინერიის მიმართულებით: (1 ვაკანტური პოზიცია), კანდინატს უნდა ჰქონდეს შემდეგი სალექციო კურსების გაძღოლის კომპეტენცია:
    • გზების კონსტრუქცია
    • ტრანსპორტის ინჟინერია
    • ინჟინერიის პრინციპები და საფუძვლები
    • საინჟინრო კვლევები
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა მასალების და კონსტრუქციის მიმართულებით: (1 ვაკანტური პოზიცია), კანდინატს უნდა ჰქონდეს შემდეგი სალექციო კურსების გაძღოლის კომპეტენცია
    • სამშენებლო მასალები
    • ბეტონის ტექნოლოგია და ლაბორატორია
    • ნიადაგის მექანიკა და ლაბორატორია
    • საინჟინრო გეოლოგია
  • გარემოს ინჟინერიამოთხოვნა: საგანმანათლებლო პროგრამის შექმნისა და ხელმძღვანელობის გამოცდილება
  1. წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:
  2. ძირითადი კრიტერიუმებია:         
    • დოქტორის აკადემიური ხარისხი;
    • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
    • სამეცნიერო ნაშრომები ბოლო 5 წლის განმავლობაში. უპირატესობა მიენიჭება Scopus-ის რეგისტრირებულ გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს
    • ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი;

დამატებითი კრიტერიუმებია:

  • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
  • საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა;
  • კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
  1. წარმოსადგენი დოკუმენტებია:
    • განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დართული ფორმა);
    • საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დართული ფორმა);
    • პირადობის მოწმობის ასლი;
    • აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (https://eqe.ge/ka/page/static/213/utskhoetshi-mighebuli-ganatlebis-aghiareba) და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
    • ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
    • გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა, რომელიმე პუბლიკაციის ასლი კანდიდატის შერჩევით);
    • ინგლისურ ენის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში).
    • საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა (სასურველია);
    • საგნის სილაბუს(ებ)ი (სასურველია);
    • სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენი აზრით მნიშვნელოვანია შესაბამის პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის წარმოჩენისთვის.
  2. დამატებითი კრიტერიუმებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენა სასურველია.  თუ კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა აღემატება ვაკანსიის რაოდენობას, ძირითად კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასების შემდეგ, კანდიდატი შეფასდეს დამატებითი კრიტერიუმებით;
  3. საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება;
  4. კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეთან. Google Scholar-ის პროფილის ვერიფიკაცია მოხდეს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით და საქართველოს უნივერერსიტეტის ოფიციალური (@ug.edu.ge) ელ. ფოსტით.
  5. საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2023 წლის 10 და 11 მაისს ელექტრონული ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე academicvacancy@ug.edu.ge ან მატერიალური ფორმით მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. #77ა, მე-4 კორპუსი, ოთახი №514, 0171. კანდიდატურა განიხილება დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.
  6. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 12 და 15 მაისს.
  7. საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდება სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე 2023 წლის 17 მაისი.
  8. კონკურსში გამარჯვებული პირების სია გამოქვეყნდება 2023 წლის 19 მაისს  საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge.

საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტი თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
  • სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

დანართი

გისურვებთ წარმატებას!

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი