ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს ღია კონკურსს ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს ისტორიის მიამრთულებით
19 May 2020
  1. საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს ღია კონკურსს ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს ისტორიის მიამრთულებით (1 ვაკანსია);
  2. წარმოსადგენი დოკუმენტებია:
    • განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი;
    • საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე;
    • რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე (არაუმეტეს 80 სიტყვისა);
    • ფოტო (ზომით 3X4);
    • პირადობის მოწმობის ასლი;
    • აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
    • ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
    • ცნობა კლინიკური გამოცდილების შესახებ;
    • დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის შემთხვევაში);
    • სამოტივაციო წერილი;
    •  ორი სარეკომენდაციო წერილი;
    • საგნის სილაბუს(ებ)ი;
    • გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა; წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);
    • საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის მინიმუმ სამწლიანი პროექტი (დანართის შესაბამისად);
    • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუემნტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  1. საბუთები წარმოდგენილ იქნეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმითაც;
  2. წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდეს შემდეგი წესით:
  3. ძირითადი კრიტერიუმებია:          
    • აკადემიური ხარისხი. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
    • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
    • სამეცნიერო ნაშრომები. უპირატესობა მიენიჭება სკოპუსის ბაზებში დაცულ გამოცემებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციების ავტორებს.

დამატებითი კრიტერიუმებია:

  • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
  • კვლევითი საქმიანობის პროექტი;
  • კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
  1. საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე/ინგლისური ენის ტესტის ჩაბარება.
  2. კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეთან.
  3. საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდეს 2020 წლის 22 და 23 ივნისს 12:00  საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №514 ან ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ug.edu.ge .
  4. კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 24 ივნისს.
  5. საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღედ დადგინდეს 2020 წლის  26 ივნისი.
  6. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2020 წლის 30 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge.

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტი თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
  • სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/

დანართი

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი