საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის
ვაკანსია: SEO გუნდის ხელმძღვანელი
კომპანია: SixValues
კომპანიის შესახებ
SixValues არის სწრაფად მზარდი B2B ბეთინგისა და გეიმინგის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მომხმარებლებისთვის საინტერესო გამოცდილებებს ქმნის და მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს.
კომპანია ეძებს SEO გუნდის ხელმძღვანელს, რომელიც შეუერთდება მარკეტინგული ოპერაციების დეპარტამენტს. პოზიცია არის სრულად დისტანციური.
ძირითადი მოვალეობები
-
გლობალურ ბაზრებზე მოქმედი რამდენიმე B2C ონლაინ კაზინოს ბრენდისთვის მორგებული SEO სტრატეგიების განხორციელება;
-
საკვანძო სიტყვების კვლევა, კონკურენტების ანალიზი და კონტენტში არსებული დანაკლისების (Content Gap) გამოვლენა;
-
On-page, Off-page და Technical SEO სტრატეგიების მართვა, მათ შორის საიტის crawlability, indexation, Core Web Vitals, საიტის მიგრაციები, სტრუქტურირებული მონაცემები და სხვა ტექნიკური მიმართულებები;
-
SEO სპეციალისტების გუნდის ხელმძღვანელობა და მენტორინგი; სხვადასხვა მიმართულების გუნდებთან თანამშრომლობა, მათ შორის კონტენტის, დიზაინის, დეველოპმენტის, CRM-ისა და ფასიანი მედიის გუნდებთან;
-
SEO შედეგების მონიტორინგი სპეციალიზებული ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის GSC, GA4, Ahrefs, SEMrush, Screaming Frog, Sitebulb და Looker;
-
SEO შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა კომპანიის უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელობისთვის და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
-
iGaming ბაზრებზე SEO საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ რეგულაციებთან;
-
მრავალენოვანი და კონკრეტულ გეოგრაფიულ ბაზრებზე მორგებული ვებგვერდებისთვის SEO სტრატეგიების შემუშავება, მათ შორის hreflang, ccTLDs და subfolders-ის გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
-
SEO მიმართულებით ლიდერული გამოცდილება iGaming, ონლაინ კაზინოს, სპორტული ფსონების (Sportsbook) ან მსგავს ინდუსტრიებში;
-
Technical SEO-ის, კონტენტ სტრატეგიისა და SERP ოპტიმიზაციის სიღრმისეული ცოდნა;
-
წამყვან SEO ინსტრუმენტებსა და ანალიტიკურ პლატფორმებთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
-
2–5 წლიანი გამოცდილება SEO გუნდების მართვის ან სხვადასხვა მიმართულების გუნდებს შორის პროექტების ხელმძღვანელობის სფეროში;
-
ძლიერი კომუნიკაციისა და პროექტების მართვის უნარები;
-
რეგულირებადი ბაზრების ცოდნა — UKGC, MGA, Curaçao;
-
Affiliate SEO-სა და SERP მონეტიზაციის მეთოდების გამოყენების გამოცდილება.
დამატებითი უპირატესობები
-
Server-side rendering, Headless CMS და CDN-ების ცოდნა;
-
SEO-სა და კონტენტის პროდუქტიულობისთვის განკუთვნილი AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
-
მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგების ძლიერი უნარები.
რას გთავაზობთ კომპანია?
-
დინამიკურ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს;
-
შესაძლებლობას, პირდაპირი გავლენა მოახდინოთ ბიზნესის ზრდაზე;
-
კონკურენტულ ანაზღაურებას;
-
დისტანციურად მუშაობის მოქნილ შესაძლებლობას;
-
სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაში მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პროფესიონალებთან თანამშრომლობას.
პოზიციის დეტალები
დეპარტამენტი: მარკეტინგული ოპერაციები
ადგილმდებარეობა: დისტანციურად
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
განაცხადის წარდგენა
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურს.
ასევე ხელმისაწვდომია პროფესიული კონსულტაცია, რომელიც დაგეხმარებათ დამსაქმებელთან წარმატებით წარდგენაში.
საკონტაქტო ინფორმაცია
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47