ISSP Georgia აცხადებს სტაჟირების პროგრამას სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სოციალური მედიის მარკეტინგითა და კონტენტის შექმნით.
როგორ ხდება შერჩევა?
დაინტერესებული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან ის სტუდენტები, რომელთა უნარები და ინტერესები ყველაზე მეტად შეესაბამება კომპანიის მიზნებს.
რას მოიცავს სტაჟირება?
სტაჟირების პერიოდში მონაწილეები იმუშავებენ:
• ISSP Georgia-ს სოციალური მედიის პლატფორმებისთვის კონტენტის დაგეგმვასა და შექმნაზე;
• კომპანიის ონლაინ ხილვადობის გაზრდაზე;
• კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
რას მიიღებთ პროგრამის ფარგლებში?
• პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ სამუშაო გარემოში;
• მარკეტინგისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას;
• კიბერუსაფრთხოების სფეროს სპეციფიკის გაცნობას.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, ორმხრივი ინტერესის შემთხვევაში, განიხილება დასაქმების შესაძლებლობა.
ISSP Georgia წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში მოქმედ კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით სხვადასხვა სერვისს სთავაზობს და აქტიურად მონაწილეობს კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებაში.
დაინტერესბის შემთხვევაში გთხოვთ გააგზავნოთ რეზიუმე აღნისნულ ელექტრონულ ფოსტაზე: mkhvadagiani@issp.com გთხოვთ "subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.