ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში საგადასახადო სისტემების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· გადახდების მონიტორინგი;
· გადახდების უწყვეტობაზე ზრუნვა;
· რეპორტინგი;
· პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
· ქოლცენტრიდან შემოსული თასქების ჩახურვა;
· დეპარტამენტებიდან დაფიქსირებული მოთხოვნების მხარდაჭერა და შესრულება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· განათლება ინფორმაციული -ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
· მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
· PL/SQL საშუალო დონეზე ცოდნა;
· სასურველია რეპორტების აწყობის გამოცდილება;
· მონიტორინგის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (მაგ. Dynatrace).
უნარები:
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· ორგანიზებულობა;
· კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
· დროის ეფექტური მართვა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· მოსმენის უნარი;
· განვითარებისაკენ მუდმივი სწრაფვა;
· ანალიტიკური აზროვნების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის 10 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - საგადასახადო სისტემების მხარდაჭერის სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.