ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

ტექნიკური პროექტების მენეჯერის ასისტენტი-Huawei

20 August 2025
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
ვაკანსია: ტექნიკური პროექტების მენეჯერის ასისტენტი (Technical Project Manager Assistant)
კომპანია: შპს „თბილისი ჰუავეი ტექნოლოჯის“ (Tbilisi Huawei Technologies Co)
მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #71 (Redix-ის ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00
პოზიციის მიმოხილვა:
პოზიციის ძირითადი მოვალეობაა ტექნიკური შიდა პროცედურების მართვა და კომპანიის შიდა სისტემებთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ოპერაციულ მიმართულებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
  • მონაწილეობა მიმდინარე ტექნიკურ პროექტებში, შიდა სისტემური პროცესების მართვა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
  • შიდა მონაცემთა ბაზებისა და მართვის სისტემების განახლება და მხარდაჭერა; სისტემური პარამეტრების კონფიგურაცია ბიზნეს საჭიროებების შესაბამისად; სისტემის მუშაობის მონიტორინგი და საბაზისო ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა
  • შიდა და გარე მოთხოვნების მიღება-ჩაბარების პროცედურების ზედამხედველობა; სისტემის განახლებასა და დოკუმენტაციის დამუშავებასთან დაკავშირებული პროცესების ეფექტური მართვა
  • პროექტების მენეჯერებთან კოორდინაცია და მიმდინარე პროექტების სრული მხარდაჭერა — დოკუმენტაციიდან დაწყებული სისტემური შესრულებით დასრულებული
  • ფინანსურ და შესყიდვების გუნდებთან თანამშრომლობა შესყიდვების პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად
  • მოთხოვნების შეგროვება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან (სხვადასხვა ბიზნეს დეპარტამენტებთან) შეთანხმება
  • პროექტში ჩართული პირების კოორდინაცია და ვადების კონტროლი
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი შესაბამის სფეროში (ბიზნესი, ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები ან სხვა ტექნიკური მიმართულება)
  • 1-2 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვის სფეროში (მათ შორის, კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება)
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა სავალდებულოა; ჩინური ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად
  • პროექტების მართვის ძლიერი უნარები, მათ შორის რამდენიმე ამოცანისა და პროექტის ერთდროულად მართვის უნარი
  • კომუნიკაციის, პიროვნებათშორისი ურთიერთობებისა და ლიდერობის ფრიადი უნარები
  • პროექტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფისა და ინსტრუმენტების ცოდნა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი
სხვა ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კავშირგაბმულობის/სატელეფონო ლიმიტი
  • წლიური ბონუსი (შედეგებზე დაფუძნებული)
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: hrgeorgia@huawei.com
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Technical Project Manager Assistant.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • E-mail: career@ug.edu.ge
  • Tel: +995 511 30 27 47

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი