ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
ვაკანსია: ტექნიკოსი
კომპანია: Wilbour Holding (Herio)
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ბესარიონ ჟღენტის #68
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი)
გამოცდილება: განიხილება ნებისმიერი გამოცდილების მქონე კანდიდატი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება: ელ.ფოსტა: rdevidze@wilbour.com
კომპანიის შესახებ:
Herio – Wilbour Holding-ის ფარგლებში მოქმედი კომპანია, აწარმოებს პირველ ქართულ დინამიკს. ჰოლდინგი ასევე წარმოადგენს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა IZIPIZI (საფრანგეთი), Messy Weekend (დანია), GIGGLES Concept Store და სხვა.
რას გთავაზობთ:
ჯანსაღ სამუშაო გარემოს
გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობის შესაძლებლობას
წარმოების პროცესის შესწავლის შანსს
კარიერული განვითარების პერსპექტივას
ჯანმრთელობის დაზღვევას
შიდა კორპორატიულ ბენეფიტებს
ძირითადი მოვალეობები:
დინამიკის კორპუსის სხვადასხვა ნაწილების/კომპონენტების მონტაჟი
სარჩილავი აპარატისა და ელექტრო სახრახნისის გამოყენება
მოთხოვნები:
ელექტროინჟინერიის კუთხით ცოდნა/გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
კარგი საკომუნიკაციო უნარები
გუნდური მუშაობის უნარი
ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
აპლიკაციის წესი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: rdevidze@wilbour.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკოსი
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.