ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

ტვირთების დაგეგმარების ოპერატორი
18 January 2022

საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ლოჯისტიკურ კომპანიაში ტვირთების დაგეგმარების ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა  ექსკლუზიური ტვირთების გადაზიდვა ამერიკასა და კანადაში.

ძირითადი მოვალეობები:

·       გადასაზიდი ტვირთის მოძიება;

·       გადასაზიდი ტვირთის დეტალების დამკვეთთან და კონტრაქტორთან შეთანხმება;

·       შეკვეთის პროგრამული გაფორების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

·       სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;

·       სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

·       სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

·       კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

·       ორგანიზებულობა;

·       დროის მართვის უნარი;

·       მოლაპარაკების წარმოების უნარი;

·       პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·       დეტალებზე ორიენტირებულობა;

·       ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი დეტალები:

·       ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

·       სამუშაო გრაფიკი: 16:00 სთ-დან 02:00 სთ-მდე.

·       სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი-კვირა დასვენება.

·       ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) და ბონუსი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის  10 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge  სათაურის ველში მიუთითეთ - ტვირთების დაგეგმარების ოპერატორი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი