ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


23 October 2026

არქიტექტურული საზაფხულო სკოლა - AA Visiting School: Archival Land(e)scapes

 

წარმატებით დასრულდა, არქიტექტურული საზაფხულო სკოლის AA Visiting School: Archival Land(e)scapes, პირველი წლის გამოშვება, სახელწოდებით Material Fragments of Samshvilde, როელიც არქიტექტურული ასოციაციის (AA) არქიტექტურის სკოლასა და საქართველოს უნივერსიტეტს (UG) შორის მჭიდრო პარტნიორობით გაიმართა, სამშვილდეში.

თერთმეტი დღის განმავლობაში, შერჩეული ცხრა სტუდენტი, მკვლევარი და პრაქტიკოსი საქართველოდან, გაერთიანებული სამეფოდან, იაპონიიდან, იტალიიდან, ეგვიპტიდან და ბულგარეთიდან სამშვილდის კანიონზე არსებული უძველესი ციხე-ქალაქის სივრცულ კვლევაზე და მცირე მასშტაბის პროექტებზე მუშაობდა.

მონაწილეებს შორის იყვნენ: 

  • სარა ამინ სადეკი (AA);
  • რატი ბეგიჯანაშვილი (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი);
  • თეონა ბერიძე (UG), მონიკა ძიმისტარიშვილს (საქართველოს უნივერიტეტი);
  • ლეილა ჰაიეკი (ედინბურგის უნივერსიტეტი); 
  • ჰიროო კიტაბაიაში (ტოკიოს მეცნიერებათა ინსტიტუტი);
  • ლილიანა პოპოვა (მოქმედი არქიტექტორი ბულგარეთიდან);
  • ერეკლე სამსონია (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
  • თეკლა სანდოძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

პროგრამის ხელმძღვანელების და ორგანიზატორების ნოდარ კვანჭიანის, სალომე გუგუნავას, ლევან ძეგველაშვილისა და უჩა ზღუდაძის მენტორობით, ასევე საერთაშორისო ტუტორებისა და მოწვეული ლექტორების, პროფესორი დორინ ბერნატის, კლერ პოტერის, ჰიროაკი იამანესა და შირ გრიცერშტეინის თანამენტორობით, მონაწილეებმა გამორჩეული კვლევითი და პრაქტიკული პროექტები შექმნეს. ნამუშევრები მოიცავდა ანალიტიკურ, არქიტექტურულ, სივრცით დიაგრამებსა და რუკებს, ციფრულ და ხელით შესრულებულ ნახაზებს, 3D ფოტოგრამეტრიას, GIS კარტოგრაფიას, ხმოვანი გარემოს კვლევას, ადგილზე წარმოებულ ყოველდღიურ ჩანაწერებს, თიხისგან ხელით გამოძერწილ ორნამენტებსა და მცირე მასშტაბის არქიტექტურულ ინტერვენციებს.

ინტენსიური სასწავლო პროცესის პარალელურად ასევე მოეწყო აქტივობები: ლაშქრობები სამონასტრო კომპლექსისა და მდინარეების მიმართულებით, ღვინის დეგუსტაციის ტური ადგილობრივი მევენახეობის და ღვინის ტრადიციების გასაცნობად, ადგილობრივი კერძების გაცნობისა და მომზადების ვორქშოპი, და ასევე ხის სახელოსნოს სამუშაო ტური მცირე მასშტაბის ობიექტის შესასრულებლად.

საზაფხულო სკოლა ბოლო საღამო დასრულდა პრეზენტაციებით, რაც მოიცავდა ფიზიკური და კვლევითი პროექტების საჯარო წარდგენას, მათ შორის ლენდ-არტისა და მცირე მასშტაბის სტრუქტურების ადგილზე დროებით ინსტალაციას სამშვილდის ნაქალაქარის კონტექსტში. უძველეს ნანგრევებსა და მეგალითურ სტუქტურებს შორის განხორციელებული ფიზიკური და კვლევითი პროექტებით მონაწილეებმა აჩვენეს, რომ ტერიტორია თავისი მივიწყებული და ისტორიული არქიტექტურული მემკვიდრეობით, შეიძლება წავიკითხოთ და შევისწავლოთ როგორც აქტიური, ცოცხალი და მუდმივად განვრცობადი არქივი.

აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი განგრძობითია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებული სტუდენტები კვლავ შეძლებენ მონაწილეობის მიღებას, საზაფხულო სკოლის აქტივობებში ჩასართავად. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი