ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


23 July 2024

ადამიანის უფლებების ცენტრის ტრენინგები

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების ცენტრმა ივნისსა და ივლისში აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგების ციკლს უმასპინძლა.

ტრენინგების მიზანი იყო ადამიანის უფლებათა სამართალში არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და ტენდენციების შესახებ გამოცდილებების გაზიარება. მათში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორებსა და მოწვეულ ლექტორებს.

ტრენინგები ჩატარდა შემდეგ თემებზე: გაერთიანების თავისუფლება, პერსონალური მონაცემების დაცვა, გამოხატვის თავისუფლება, გენდერის ძირითადი საკითხები და თანასწორობის უფლება.

შეხვედრებს უძღვებოდნენ დარგის სპეციალისტები და ცნობილი უფლებადამცველები: გიორგი ბურჯანაძე, ლონდა თოლორაია, ეკა სხილაძე, სოფო ბენაშვილი.

ტრენინგები ჩატარდა პროექტის "ადამიანის უფლებების სწავლების გაუმჯობესება საქართველოს უნივერსიტეტში" ფარგლებში, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების ცენტრი ახორციელებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი