საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა #UGLS გაიმარჯვა საერთაშორისო მედიაციის კონკურსში - INADR Mediate’22- International Mediation Competition-ის ფინალში, დაიმსახურა პირველი საპრიზო ადგილი და გახდა საუკეთესო მედიატორის გუნდის ტიტულის მფლობელი.
სამართლის სკოლების საერთაშორისო მედიაციის ტურნირი INADR - International Law School Mediation Competition ყოველწლიურად ტარდება აშშ -ში და ევროპაში და მასში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სამართლის სკოლები იღებენ მონაწილეობას.
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს წარმოადგენდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები: პაპუნა პაპუაშვილი, თამარა ქურდაძე და სოფო ხარაზიშვილი. მწვრთნელები: ნატა სტურუა და ანა ხურციძე.
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა ამჯერად უფრო წარმატებული ისტორია დაწერა, სამართლის სკოლისთვის, საქართველოს უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის.
შეგახსენებთ, რომ სამართლის სკოლა სტუდენტებს აქტიურად აძლევს შესაძლებლობას სამართლის მიმართულებით, რაც შეიძლება ბევრ საერთაშორისო კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. გუნდებს მთელი წლის განმავლობაში პროფესიონალები აქტიურად ამზადებენ. სტუდენტების შრომა და მომზადება განაპირობებს იმას, რომ სკოლა არაერთ საერთაშორისო შეჯიბრში წარმატებით ასპარეზობს.