სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში წლის ყველაზე გემრიელი, ფერადი და მრავალკულტურული ღონისძიება — International Food Festival გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, წარმოეჩინათ საკუთარი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და ეროვნული სამზარეულო. ღონისძიებაზე მოსულ სტუდენტებსა და სტუმრებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული კერძები, გაცნობოდნენ განსხვავებულ კულტურულ ელემენტებს და გაეტარებინათ დრო მრავალფეროვან და მეგობრულ ატმოსფეროში.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 25 ივნისი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი