საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის აღმოსავლეთ-ევროპის ცენტრის (ADREE) თანამშრომლობით ,2024 წლის 11-13 სექტემბერს ჩატარდა კომერციული მედიაციის ტრენინგი, რომელზეც მონაწილეები კონკურსის წესით შეირჩნენ.
ტრენინგის მოსამზადებელი პროგრამა ემყარება ათწლიან წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას და მოიცავს ტრენინგ-მოდულს, რომელიც აგებულია მედიატორის და მედიაციის პროცესში ჩართული მხარეების უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. ტრენინგი მოიცავს პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების სიმულაციურ სესიებში მონაწილეობას.
ტრენინგს უძღვებოდნენ ტრენერები:
ნატა სტურუა - ავსტრიის ბლოკჩეინ ცენტრის მკვლევარი, იურისტი, მედიატორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიაციის კლინიკის კურატორი
ანა ხურციძე - მედიატორი, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, UN Global Mediation Panel-ის წევრი, INADR - დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის (აშშ) არჩეული პრეზიდენტი.