2024 წლის 15 მაისს, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს უნივერსიტეტსა და ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტებს შორის, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. აღნიშნული მემორანდუმი არის საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტსა და ტიუბინგენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის პროფესურას შორის (პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი, პროფ. ბერნდ ჰაინრიხი, პროფ. იორგ აიზელე) მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგი.
მემორანდუმის საფუძველზე დაგეგმილია ერთობლივი სკოლების განხორციელება და კვლევითი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება.
აღსანიშნავია, რომ ტიუბინგენის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი და რეიტინგული უნივერსიტეტია ევროპის მასშტაბით და მათთან თანამშრომლობის ამ ფორმატით გაგრძელება ევროპეიზაციის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.