2025 წლის 9 ივლისს პოტსდამის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა 13-ე პოტსდამის ადამიანის უფლებათა დღე, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს.
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე:
„ადამიანის უფლებები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა“.
მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს შიდა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გამოწვევებზე, სასამართლოსა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე ევროკავშირის სტანდარტების მიღწევის პროცესში.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა შეძლეს კონკრეტული საკითხების სიღრმისეულად განხილვა.
პროფესორი ანა ფირცხალაშვილი არის პოტსდამის უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების (UNDP, UNICEF, USAID, GIZ, Friedrich-Ebert-Stiftung) ექსპერტი.