სამართლის სკოლის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ფარგლებში გამოიცა ახალი სახელმძღვანელო - "სისხლის სამართლის კერძო ნაწილი-დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ", პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანის ავტორობით.
სახელმძღვანელო მისი პირველი გამოცემის მსგავსად, აწყობილია გერმანული მეთოდოლოგიის პრინციპით და ცალკეული დანაშაულების აგებულება სქემატურადაც არის წარმოდგენილი უახლესი საკანონმდებლო მდგომარეობის გათვალისწინებით.