2023 წლის, 6-12 ნოემბერს ქალაქ სტრასბურგში საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
სამართლის სკოლის უმაღლესი ქულის მქონე სამი პირველკურსელის - ელენე ორაგველიძის, გვანცა ქადაგიშვილისა და ანა ცინაძის - ვიზიტი სრულად დაფინანსდა სამართლის სკოლის მიერ.
სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამართულ საუკუნის პროცესს - უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ, ასევე კონფერენციას “ევროსაბჭოს როლი ევროპული პოლიტიკის არქიტექტურაში”.
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლემ, ლადო ჭანტურიამ სტუდენტებისთვის ლექცია “სტრასბურგის სასამართლოს სტრუქტურა, სარჩელის დასაშვებობა და ადამიანის უფლებების დაცვა” გამართა. შემეცნებითი ვიზიტი ასევე ითვალისწინებდა ქალაქ ბაზელის, შტუტგარტისა და კელის მონახულებას.