30 მაისს,ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, მესამედ ჩატარდა მედიაფესტივალი “სარკმელი 2026”. მონაწილეებს რიგებს შორის იყვნენ ახალგაზრდები, მთელი ქვეყნის მასშტაბით - საჯარო სკოლის მოსწავლეები.კონკურსის ფარგლებში, მოეწყო ახალგაზრდა ჟურნალისტების მიერ მომზადებული ბეჭდური და ხელნაწერი გაზეთების, კედლის გაზეთების, ჟურნალების, კომიქსების, ვიდეოამბების, შემეცნებითი სოცმედიაპლატფორმების გამოფენა-პრეზენტაცია.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
მსგავასად წინა წლებისა, წელსაც მედიაფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტი იყო, რომელმაც საკუთარი რჩეული გამოავლინა და დააჯილდოვა. მაია ღუბელაძემ, ( საქართველოს უნივერსიტეტის, ქ. ზუგდიდის რეგიონალური წარმომადგენელი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანასტასია მიქავა და სოფიო არდია დააჯილდოვა, ნომინაციაში - საუკეთესო კომიქსი. გამარჯვებულებებს, სიმბოლურ საჩუქრები გადაეცათ უნივერსიტეტისგან და ასევე, მათთვის სასურველ დროს - ინდივიდუალური ვიზიტი, სასურველი პროგრამების ხელმძღვანელებთან - საქართველოს უნივერსიტეტში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი, მუდმივად და აქტიურად უწევს მხარდაჭერას ასეთ პროექტებს, რომლის მიზანიც, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ახალგაზრდებში სამოქალაქო, ახალგაზრდული და მოსწავლეთა ჟურნალისტიკის არსის გააზრება და ჟურნალისტური უნა-ჩვევების განვითარებაა.