ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

პარტნიორული ოპერაციების სპეციალისტი- Huawei

20 August 2025
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
ვაკანსია: პარტნიორული ოპერაციების სპეციალისტი (Partner Operations Specialist)
კომპანია: შპს „თბილისი ჰუავეი ტექნოლოჯის“ (Tbilisi Huawei Technologies Co)
მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #71 (Redix-ის ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00
პოზიციის მიმოხილვა:
პარტნიორული ოპერაციების სპეციალისტი ჩართული იქნება საქართველოში Huawei Enterprise-ის პარტნიორული ბიზნესის მხარდაჭერაში, კომერციულ და პარტნიორებზე ორიენტირებულ საქმიანობაში.
ძირითადი მოვალეობები:
  • პარტნიორებთან ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის მართვა, თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება და კმაყოფილების უზრუნველყოფა
  • პარტნიორების განვითარების პოლიტიკისა და პროგრამების მართვა: კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერა, ერთობლივი მარკეტინგული ღონისძიებების კოორდინაცია, მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის დამუშავება, შედეგების შეფასება, ბონუსების/წახალისებების გაანგარიშება და IT მხარდაჭერა
  • პარტნიორებთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების განხორციელება (რეგისტრაცია, სერტიფიცირება, ავტორიზაციის წერილები, სპეციალური ტრანზაქციები, მარკეტინგული პროცესები)
  • Huawei-ს Partner University პლატფორმის გამოყენება პარტნიორების კომპეტენციების ასამაღლებლად და შესაბამისი გეგმების განსახორციელებლად
  • ადგილობრივ ბაზარზე პარტნიორული ეკოსისტემის ჯანსაღი და შესაბამისი გარემოს შენარჩუნება, ბიზნეს რისკების იდენტიფიცირება და შიდა კონტროლის/შესაბამისობის პროცესებში მონაწილეობა
  • პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია, შიდა და გარე რესურსების კოორდინაცია
  • სამუშაო პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია ეფექტურობისა და პარტნიორთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით
  • შიდა გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორთა საჭიროებებზე დროული რეაგირებისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის, ოპერაციების მართვის, IT ან მომიჯნავე სფეროში
  • 1-3 წლიანი გამოცდილება პარტნიორულ ოპერაციებში, სადისტრიბუციო/არხების (Channel Operations) მართვაში ან მსგავს პოზიციაზე
  • სადისტრიბუციო გაყიდვების (Channel Sales) ოპერაციული მოდელის საბაზისო ცოდნა
  • პარტნიორული ურთიერთობების დამყარების, მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებისა და ტრანზაქციების მართვის უნარი
  • ძლიერი ანალიტიკური უნარები, მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგების გამოცდილება
  • სხვადასხვა დეპარტამენტსა და გარე პარტნიორებთან ეფექტური გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზაციული უნარები რამდენიმე ამოცანისა და ვადების პარალელურ რეჟიმში სამართავად
  • ინგლისური ენის ზეპირი და წერითი ფლობა მაღალ დონეზე (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • ტელეკომუნიკაციების სფეროში საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმების ცოდნა/ინფორმირებულობა
  • მზაობა ადგილობრივ და საერთაშორისო მივლინებებში წასასვლელად
რას გთავაზობთ კომპანია:
  • ICT სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბების შესაძლებლობას
  • Huawei Ilearning პლატფორმას 10,000-ზე მეტი უფასო კურსით
  • პროფესიონალ მენტორს კომპანიაში თქვენი განვითარების უზრუნველსაყოფად
  • საერთაშორისო პლატფორმას კარიერული ზრდისთვის
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, სატელეფონო ლიმიტს და წლიურ ბონუსს შედეგების მიხედვით
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: hrgeorgia@huawei.com
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Partner Operations Specialist.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • E-mail: career@ug.edu.ge
  • Tel: +995 511 30 27 47

 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი