საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
ვაკანსია: ტექნიკური პროექტების მენეჯერის ასისტენტი (Technical Project Manager Assistant)
კომპანია: შპს „თბილისი ჰუავეი ტექნოლოჯის“ (Tbilisi Huawei Technologies Co)
მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #71 (Redix-ის ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00
პოზიციის მიმოხილვა:
პოზიციის ძირითადი მოვალეობაა ტექნიკური შიდა პროცედურების მართვა და კომპანიის შიდა სისტემებთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ოპერაციულ მიმართულებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
-
მონაწილეობა მიმდინარე ტექნიკურ პროექტებში, შიდა სისტემური პროცესების მართვა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
-
შიდა მონაცემთა ბაზებისა და მართვის სისტემების განახლება და მხარდაჭერა; სისტემური პარამეტრების კონფიგურაცია ბიზნეს საჭიროებების შესაბამისად; სისტემის მუშაობის მონიტორინგი და საბაზისო ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა
-
შიდა და გარე მოთხოვნების მიღება-ჩაბარების პროცედურების ზედამხედველობა; სისტემის განახლებასა და დოკუმენტაციის დამუშავებასთან დაკავშირებული პროცესების ეფექტური მართვა
-
პროექტების მენეჯერებთან კოორდინაცია და მიმდინარე პროექტების სრული მხარდაჭერა — დოკუმენტაციიდან დაწყებული სისტემური შესრულებით დასრულებული
-
ფინანსურ და შესყიდვების გუნდებთან თანამშრომლობა შესყიდვების პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად
-
მოთხოვნების შეგროვება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან (სხვადასხვა ბიზნეს დეპარტამენტებთან) შეთანხმება
-
პროექტში ჩართული პირების კოორდინაცია და ვადების კონტროლი
-
შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
ბაკალავრის ხარისხი შესაბამის სფეროში (ბიზნესი, ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები ან სხვა ტექნიკური მიმართულება)
-
1-2 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვის სფეროში (მათ შორის, კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება)
-
ინგლისური და რუსული ენების ფლობა სავალდებულოა; ჩინური ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად
-
პროექტების მართვის ძლიერი უნარები, მათ შორის რამდენიმე ამოცანისა და პროექტის ერთდროულად მართვის უნარი
-
კომუნიკაციის, პიროვნებათშორისი ურთიერთობებისა და ლიდერობის ფრიადი უნარები
-
პროექტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფისა და ინსტრუმენტების ცოდნა
-
დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი
სხვა ბენეფიტები:
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: hrgeorgia@huawei.com
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Technical Project Manager Assistant.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
-
E-mail: career@ug.edu.ge
-
Tel: +995 511 30 27 47