საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, სტრატეგიული კომუნიკაციების სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აანონსებს.
საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ edcom-ის (European Institute for Commercial Communications Education) მიერ ორგანიზებულ პანევროპულ საერთაშორისო სტუდენტურ კონკურსში Ad Venture 2026, სადაც შეძლებენ იმუშაონ გლობალური ბრენდის რეალურ ბრიფზე, გამოსცადონ საკუთარი სტრატეგიული და კრიტიკული აზროვნება, რაც მთავარია შეძლებენ შექმნან საკუთარი ნამუშევარი.
შერჩევის შედეგად გამოვლინდება 4 სტუდენტი, რომლებიც მენტორთა გუნდის მხარდაჭერით იმუშავებენ Adobe Premiere Mobile-ის საერთაშორისო ბრიფზე და შექმნიან სრულფასოვან საკომუნიკაციო და კრეატიულ კამპანიას. პროექტის ფარგლებში იმუშავებთ რეალური კამპანიის შექმნის სრულ პროცესზე -ბრიფის ანალიზიდან და კვლევიდან, აუდიტორიის ინსაითისა და Big Idea-ს მოძიებამდე, საკომუნიკაციო სტრატეგიის, კრეატიული კონცეფციის, პლატფორმების გეგმისა და ვიზუალური მასალების შექმნამდე.
კონკურსი ოქტომბერში დაიწყება, ხოლო საბოლოო ნამუშევრების წარდგენა იანვარ-თებერვალში დასრულდება. სამი ფინალისტი გუნდი მარტში ლისაბონში გაემგზავრება, სადაც საკუთარ იდეებს საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარადგენს. გამარჯვებული გუნდი კი ივნისში Cannes Lions Festival-ს დაესწრება!
შერჩევა ორ ეტაპს მოიცავს:
გასაუბრება ინგლისურ ენაზე
პრაქტიკული დავალება