ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

საერთაშორისო კრეატიული კამპანიის კონკურსი საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების სტუდენტებისთვის

7 October 2026
 
საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, სტრატეგიული კომუნიკაციების სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აანონსებს. 
საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ edcom-ის (European Institute for Commercial Communications Education) მიერ ორგანიზებულ პანევროპულ საერთაშორისო სტუდენტურ კონკურსში Ad Venture 2026, სადაც შეძლებენ იმუშაონ გლობალური ბრენდის რეალურ ბრიფზე, გამოსცადონ საკუთარი სტრატეგიული და კრიტიკული აზროვნება, რაც მთავარია შეძლებენ შექმნან საკუთარი ნამუშევარი. 
შერჩევის შედეგად გამოვლინდება 4 სტუდენტი, რომლებიც მენტორთა გუნდის მხარდაჭერით იმუშავებენ Adobe Premiere Mobile-ის საერთაშორისო ბრიფზე და შექმნიან სრულფასოვან საკომუნიკაციო და კრეატიულ კამპანიას. პროექტის ფარგლებში იმუშავებთ რეალური კამპანიის შექმნის სრულ პროცესზე -ბრიფის ანალიზიდან და კვლევიდან, აუდიტორიის ინსაითისა და Big Idea-ს მოძიებამდე, საკომუნიკაციო სტრატეგიის, კრეატიული კონცეფციის, პლატფორმების გეგმისა და ვიზუალური მასალების შექმნამდე.
კონკურსი ოქტომბერში დაიწყება, ხოლო საბოლოო ნამუშევრების წარდგენა იანვარ-თებერვალში დასრულდება. სამი ფინალისტი გუნდი  მარტში ლისაბონში გაემგზავრება, სადაც საკუთარ იდეებს საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარადგენს. გამარჯვებული გუნდი კი ივნისში Cannes Lions Festival-ს დაესწრება!
შერჩევა ორ ეტაპს მოიცავს:
გასაუბრება ინგლისურ ენაზე
პრაქტიკული დავალება
რეგისტრაცია: https://forms.gle/9Pv3tqKdFb5xAmdEA
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
 
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი