ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

სერიის – „შუშანიკის წამება“ (ნაწილები: I1, I2, I3) – წიგნების პრეზენტაცია

20 April 2026

 

24 აპრილს, 17:00 საათზე, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი და საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევთ, პროექტის „ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფია“ ფარგლებში, ახალი პუბლიკაციების პრეზენტაციაზე: 

  • „წამებაჲ წმინდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“ (უძველესი რედაქციის ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს და სამეცნიერო კრიტიკული აპარატი დაურთეს ნ. მრევლიშვილმა, ს. გულიაშვილმა და თ. ჯიქურაშვილმა) –  I1;
  • „შუშანიკის წამების“ გვიანდელი რედაქციები  (ანტონ კათალიკოსისა და იოანე ბატონიშვილის მიერ გამეტაფრასებული ტექსტები, გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთეს ნ. მრევლიშვილმა, თ. ჯიქურაშვილმა და რ. სტურუამ) – I2;
  • „შუშანიკის წამება“ (წერილები) – I3 (ნაწილი I);
  • „შუშანიკის წამება“ (წერილები) – I3 (ნაწილი II) - სამეცნიერო სივრცეში არებული კრიტიკული წერილები შუშანიკის წამების შესახებ.

ნაშრომები წარმოადგენს „შუშანიკის წამების“ ტექსტოლოგიური, რედაქციული და სამეცნიერო კვლევის შედეგს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში.

სამუშაო ჯგუფი და ავტორები: მანანა სანაძე, ნანა მრევლიშვილი, სოფიო გულიაშვილი, თინათინ ჯიქურაშვილი, ლალი ვაშაყმაძე, რატი სტურუა, ნინო ჩიხლაძე, ნანა ბურჭულაძე, ბეჟან ხორავა, ალექსანდრე ჭულუხაძე.

 ტექნიკური რედაქტორი: ნინო სუარიძე

 გამოცემებზე ასევე მუშაობდნენ: თინათინ ბერუაშვილი, მარიამ ალავერდაშვილი, ნათია ჯანგულაშვილი და გუგა ტაბატაძე

პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია ნაშრომების სამეცნიერო ღირებულებისა და ქართული ჰაგიოგრაფიული მემკვიდრეობის კვლევის თანამედროვე ასპექტების შესახებ. 

დრო: 24 აპრილი, 17:00 საათი 

ადგილი: საქართველოს უნივერესიტეტი, კოსტავას 77ა, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი